ვია 75 (VIA 75) არის ცნობილი ქართული ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული ესტრადის განვითარებაში. ანსამბლი 1975 წელს რობერტ ბარძიმაშვილის ინიციატივით ჩამოყალიბდა. ვია 75-ის ვინილის ფირფიტები კოლექციონერებისთვის განსაკუთრებულად ფასეულია, რადგან ისინი აერთიანებენ ტრადიციულ ქართულ მელოდიებსა და თანამედროვე მუსიკალურ სტილებს.
“სიხარულის რიტმი” არის ვია 75-ის ალბომი, რომელიც მოიცავს ენერგიულ და მელოდიურ კომპოზიციებს. ეს ფირფიტა გამოირჩევა დინამიკური შესრულებით, მდიდარი ინსტრუმენტაციითა და პოზიტიური ატმოსფეროთი. ალბომი გამოვიდა 1981 წელს, ადა მასში მონაწილეობდნენ: რობერტ ბარძიმაშვილი, ბესო (ბესიკ) კალანდაძე, კობა ბეჟიტაშვილი, თეიმურაზ რევაზიშვილი, უჩა კორძაია, რომან რცხილაძე და სხვა. მოწვეული სტუმარი: ვაგიფ მუსტაფა ზადე.
გასაყიდი ვინილის ფირფიტა არის იდეალურ მდგომარეობაში, ხოლო ყდა დამზადებულია თანამედროვე პოლიგრაფიის გამოყენებით.
ქარი 7:15
წითელი სახლი 6:56
ოროველა 2:46
დრო 2:55
ენძელა 2:27
სიხარულის რიტმი 6:19