ბითლზი (The Beatles) – ლივერპულში ჩამოყალიბებული ლეგენდარული ბრიტანული როკ-ჯგუფი, რომელმაც XX საუკუნის პოპულარულ მუსიკაზე უდიდესი გავლენა მოახდინა. ჯონ ლენონის, პოლ მაკარტნის, ჯორჯ ჰარისონისა და რინგო სტარის შემადგენლობით ჯგუფმა შექმნა არაერთი კლასიკური ჩანაწერი და როკ-მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ჯგუფად დამკვიდრდა.
Let It Be — The Beatles-ის მეთორმეტე და უკანასკნელი სტუდიური ალბომია, რომელიც 1970 წელს გამოვიდა და ჯგუფის დაშლის პერიოდს დაემთხვა. ალბომში გაერთიანებულია ისეთი ცნობილი კომპოზიციები, როგორებიცაა „Let It Be“, „Across The Universe“, „The Long And Winding Road“ და „Get Back“. ვინილის ფირფიტაზე გამოცემული ეს დისკი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნამუშევარია The Beatles-ის დისკოგრაფიაში და მათი შემოქმედების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფინალურ დოკუმენტად ითვლება.
გასაყიდი ვინილი წარმოადგენს იაპონურ გამოცემას. ვინილიც და ყდაც იდალურ მდგომარეობაშია.
A1 Two Of Us
A2 Dig A Pony
A3 Across The Universe
A4 I Me Mine
A5 Dig It
A6 Let It Be
A7 Maggie Mae
B1 I’ve Got A Feeling
B2 One After 909
B3 The Long And Winding Road
B4 For You Blue
B5 Get Back
135 GEL
| მედიის მდგომარეობა | Excellent (EX) / შესანიშნავი |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | იაპონია |
| ყდის მდგომარეობა | Excellent (EX) / შესანიშნავი |
| ლეიბლი | Apple Records |
| ვინილის პარამეტრები | 12 ინჩი 33 RPM |
| მედიის ტიპი | ახალი (გაუხსნელი), Reissue (ხელახალი გამოცემა) |
| გამოშვების წელი | 2021 |







