Miles Davis – ამერიკელი ჯაზ ტრამპეტისტი და კომპოზიტორია, რომელიც ჯაზის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლება. მისი ინოვაციური მიდგომა მოდალური ჯაზის განვითარებაში და მუდმივი ექსპერიმენტები თანამედროვე ჯაზის საფუძვლად მიიჩნევა.
Kind Of Blue 1959 წელს გამოვიდა და ჯაზის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ალბომად ითვლება. ჩანაწერი აერთიანებს მოდალურ ჯაზს და მშვიდ, ატმოსფერულ იმპროვიზაციას, ხოლო “So What” და “Freddie Freeloader” მისი ყველაზე ცნობილი კომპოზიციებია. გასაყიდი ვინილი წარმოადგენს 2017 წლის Special Edition – ს, რომელიც გამოიცა “DOL – ის” ლეიბლზე. ვინილი არის გაუხსნელი და სრულიად ახალი.
So What 9:22
Freddie Freeloader 9:46
Blue In Green 5:37
All Blues 11:33
Flamenco Sketches 9:26
85 GEL
| მედიის მდგომარეობა | New (N) / ახალი |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | აშშ |
| ყდის მდგომარეობა | New (N) / ახალი |
| ლეიბლი | DOL |
| ვინილის პარამეტრები | 12 ინჩი 33 RPM |
| გამოშვების წელი | 2017 |
| მედიის ტიპი | ახალი (გაუხსნელი) |







