ამერიკული თრეშ და ჰევი მეტალ ბენდის, მეტალიკას მესამე სტუდიური ალბომი, რომელიც იქცა მეტალ კლასიკად. უკანასკნელი ალბომი, რომელზეც უკრავდა ლეგენდარული ბასისტი – კლიფ ბარტონი. Master Of Puppets შეიცავს მეტალიკას ბევრ ცნობილ კომპოზიციას, როგორებიცაა თაითლ თრექი Master of Puppets , Welcome Home Sanitarium, Orion და სხვები. სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ყდის უკანა მხარეს. გასაყიდი ფირფიტა არის 2022 წლის გაუხსნელი რემასტერი, შესაბამისად ყდაც და ფირფიტაც ორივე იდეალურ მდგომარეობაშია.