ჯეტრო ტალი (Jethro Tull) ბრიტანული პროგრესული და არტ-როკის ბენდი, რომელმაც განსაკუთრებული სტილი ჩამოაყალიბა ფოლკის, ბლუზის, ჯაზისა და კლასიკური მუსიკის შერწყმით. ფრონტმენი იენ ანდერსონის გამორჩეული ფლეიტის შესრულება და ლირიკული სარკაზმი გახდა ბენდის სავიზიტო ბარათი. ალბომი Aqualung, რომელიც 1971 წელს გამოვიდა ბენდი ყველაზე მნიშვნელოვან და ცნობილ ალბომად ითვლება. ის თემატურად იყოფა ორ ნაწილად — ცხოვრების მარგინალურ ფიგურებზე ფოკუსირებულ “Aqualung” და სარწმუნოებაზე დამაფიქრებელ “My God”. მუსიკალურად, ალბომი აერთიანებს მძიმე გიტარულ რიფებს, აკუსტიკურ ბალადებსა და პროგრესულ სტრუქტურებს, რაც ქმნის უნიკალურ დინამიკას. Aqualung არა მხოლოდ ჰიტებით, არამედ ღრმა თემატური შრეებითაც გამოირჩევა, რაც მას პროგრესული როკის კლასიკად აქცევს.
წარმოდგენილია ალბომის რუსული ბუტლეგი Santa Records-ის ლეიბლზე.
Aqualung
Cross-Eyed Mary
Cheap Day Return
Mother Goose
Wond’ring Aloud
Up To Me My God
Hymn 43
Slipstream
Locomotive Breath
Wind-Up