GRB3 - Nothing, Nothing

აღწერა / Description:

GRB3-ის იდეა დაიბადა მაშინ, როდესაც თბილისის ფსიქოდელიური სცენის ვეტერანებმა, ლევან ჯავახიშვილმა და გოგი ძოძუაშვილმა, გადაწყვიტეს შეექმნათ ახალი იმპროვიზაციული პროექტი ჩასაბერი ინსტრუმენტების მონაწილეობით. ისინი დაუკავშირდნენ დიდი ხნის მეგობარს, ავთო გიგინეიშვილს და ახალი ჯგუფი მალევე საქმეს შეუდგა. GRB3-ის ჟღერადობა თავისუფალია, ღია და გარკვეულწილად ავანგარდული.

სადებიუტო ალბომი, “Nothing, Nothing”, რომელიც ადგილობრივ ლეიბლზე, TOYSOP RECORDS-ზე, გამოვიდა, ჩაწერეს თბილისში 2022 წლის ნოემბერში. აქ გელოდებათ ეფექტებით დატვირთული გიტარები, აშლილი სინთეზატორები, ელექტრონიკა, აწყვეტილი ჩასაბერები. თავისუფალი იმპროვიზაციის, თავისუფალი როკის, თავისუფალი ჯაზის, თავისუფალი ყველაფრის, კოსმოსური ამბიენსის, ფსიქოდელიის ან უბრალოდ კარგი მუსიკის მოყვარული ნამდვილად ისიამოვნებს ამ ალბომით.

ჩაწერის დროს GRB3-ის შემადგენლობა იყო ასეთი:

ლევან ჯავახიშვილი – ელექტრო გიტარა, სინთეზატორი, ელექტრონიკა და კოსმოსური ვიბრაციები
გოგი ძოძუაშვილი – მეტი ელექტრო გიტარა, მეტი სინთეზატორი, მეტი ელექტრონიკა და კიდევ უფრო მეტი კოსმოსური ვიბრაციები
ავთო გიგინეიშვილი – სხვადასხვა ჩასაბერი
შალვა თევდორაძე – საერთოდ არაფერი

ფირფიტა დაბეჭდილია ინგლისში, ყდა კი თბილისში. ალბომი დანომრილია ხელით და გამოშვებულია მცირე, 100 -ცალიანი ტირაჟით, რომლის დიდი ნაწილიც ჯგუფმა დაურიგა მეგობრებს.

ფასი / PRICE:

89 GEL

მახასიათებლები / Parameters:

კატეგორიები , ,

დამატებითი ინფორმაცია

ფირფიტის მდგომარეობა

New (N) / ახალი

ყდის მდგომარეობა

New (N) / ახალი

მწარმოებელი ქვეყანა

ინგლისი, საქართველო

ლეიბლი

TOYSOP RECORDS

ვინილის პარამეტრები

12 ინჩი 33 RPM

გამოშვების წელი

2022

ვინილის ტიპი

ახალი (გაუხსნელი), პირველი პრესი, ქართული

მოუსმინე შეძენამდე / Listen before buying:

შეუკვეთე / Order Now!

შეთავაზებები / Offers: