Deep Purple – ბრიტანული ჰარდ როკ ჯგუფია, რომელიც მძიმე გიტარის რიფებითა და ვირტუოზული შესრულებით როკ მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბენდად ითვლება.
Made In Japan – არის Deep Purple-ის ლეგენდარული საკონცერტო ალბომის განახლებული გამოცემა. ალბომი თავდაპირველად 1972 წელს გამოვიდა და ჯგუფის ერთ-ერთ საუკეთესო ლაივ ჩანაწერად ითვლება. მასში შესულია ისეთი ცნობილი კომპოზიციების ცოცხალი შესრულებები, როგორებიცაა “Smoke On The Water”, “Highway Star” და “Child In Time”. ორივე ვინილის ფირფიტა და ყდა იდეალურ მდგომარეობაშია.
Highway Star
Child In Time
Smoke On The Water
The Mule
Strange Kind Of Woman
Lazy
Space Truckin’