ბონი ემ. (Boney M.) 1970-80-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დისკო-ჯგუფი, რომელიც ფრანკ ფარიანის პროდიუსერობით შეიქმნა დასავლეთ გერმანიაში. ოთხი წევრისგან შემდგარი ბენდი ცნობილია თავისი ენერგიული სცენური გამოსვლებით, დახვეწილი ვოკალებითა და დაუვიწყარი ჰიტებით, რომლებიც დისკოს, რეგის და ფანკის ჟანრებს აერთიანებს. მათი მუსიკა დღესაც აქტიურად ტრიალებს სხვადასხვა წვეულებაზე და რჩება ეპოქის სიმბოლოდ. Love For Sale ჯგუფის მეორე სტუდიური ალბომია და 1977 წელს გამოიცა.
გასაყიდად წარმდგენილია ამერიკული ორიგინალი გამოშვება ატლანტიკის ლეიბლზე, ვინილის ფირფიტა და ყდა შესანიშნავ მდგომარეობაშია.
Ma Baker
Love for Sale
Belfast
Have You Ever Seen the Rain
Gloria, Can You Waddle
Plantation Boy
Motherless Child
Silent Lover
A Woman Can Change a Man
Still I’m Sad