მიუხედავად დღევანდელი ციფრული მუსიკისა და სტრიმინგის ეპოქისა, ვინილის ფირფიტები კვლავ იკავებს განსაკუთრებულ ადგილს აუდიოფილებისა და მელომანების გულებში. განსაკუთრებული ხმა და ნოსტალგიური კავშირი წარსულთან აქცევს ვინილის ფირფიტებს სასიამოვნო საჩუქრებად თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის. ჩვენი გუნდი წარმოგიდგენთ ათ მარადიულ ალბომს ვინილზე, რომლებიც შეძლებენ ნებისმიერი კატეგორიის მსმენელის მოხიბვლას, იქნებიან ისინი კონკრეტული ჟანრის მცოდნეები, თუ უბრალოდ მუსიკის მოყვარულები.
1. Miles Davis – Kind Of Blue
მაილს დევისის “Kind of Blue” ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ჯაზ ალბომად. “Kind of Blue -ში” ნათლად აისახა მაილზ დევისის გენიალური შესაძლებლობები, დახვეწილი ხმა და იმპროვიზაციული ბრწყინვალება კი ხდის აღნიშნულ ალბომს შესანიშნავ არჩევანს მშვიდი საღამოებისა და ინტროსპექტული მომენტებისთვის.
2. The Beatles – Abbey Road
“Abbey Road” – ლეგენდარული “The Beatles-ის” შედევრი, რომელიც შეიცავს ისეთ საკულტო ტრეკებს, როგორებიცაა: “Come Together”, “Here Comes the Sun” და “Something”. აღნიშნული ალბომი გვიჩვენებს ჯგუფის მუსიკალურ ბრწყინვალებას და აუცილებელად უნდა იკავებდეს განსაკუთრებულ ადგილს ნებისმიერ მუსიკალურ კოლექციაში.
3. Black Sabbath – Black Sabbath
“ბლექ საბათის” სადებიუტო ალბომი, რომელმაც რევოლუცია მოახდინა როკ მუსიკაში და საძირკველი ჩაუყარა სრულიად ახალ მუსიკალურ მიმდინარეობას – მძიმე მეტალს. ალბომის პირველი ტრეკი კი მძიმე ხმის ეტალონად და მრავალი მეტალ ბენდისთვისა და შემსრულებლისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. სწორედ ამიტომ უნდა ეკავოს აღნიშნულ ალბომს განსაკუთრებული ადგილი მუსიკალურ კოლექციაში. “ბლექ საბათის” ალბომების შეძენა კი შესაძლებელია შემდეგ ბმულზე
4. Michael Jackson – Thriller
მაიკლ ჯექსონის “Thriller” წარმოადგენს ინოვაციურ ალბომის, რომელიც გაცდა კონკრეტულ ჟანრებს და გახდა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მუსიკალური ჩანაწერი. “Billie Jean”-ის ბითებიდან დაწყებული, დაწყებული სათაურით დამთავრებული, აღნიშნული ალბომი მარადიული კლასიკაა, რომელიც იმსახურებს ადგილს ნებისმიერ მუსიკალურ კოლექციაში. ვინილის შეძენა შესაძლბელია შემდეგ ბმულზე!
5. Fleetwood Mac – Rumours
“Fleetwood Mac-ის” “Rumours” აღბეჭდილი ემოციური ატრაქციონი ნებისმიერი თაობის მსმენელს მოხიბლავს. ეს საკულტო ალბომი შეიცავს ჰიტებს, როგორებიცაა: “Go Your Own Way”, “Dreams” და “Don’t Stop”. სწორედ აღნიშნული ჰიტები აქცევს აღნიშნულ ალბომს იდეალურ საჩუქრად ნებისმიერი მუსიკის მოყვარულისთვის. აღნიშნული ვინილის შეძენა კი შესაძლებელია შემდეგ ბმულზე
6. Pink Floyd – The Dark Side Of The Moon
“Pink Floyd-ის” “The Dark Side of the Moon -მა” თავისი ატმოსფერული ჟღერადობითა და დამაფიქრებელი ტექსტებით შეძრა მთელი მსოფლიო და გახდა ინსპირაცია მრავალი ცნობილი მუსიკოსისთვის. აღნიშნული კონცეპტუალური ალბომი კვლავ აგრძელებს მსმენელთა შთაგონებასა და მოხიბვლას რთული და დახვეწილი მუსიკალური აგებულებით. ამ ლეგენდარული ალბომის შეძენა კი შეგიძლიათ აღნიშნულ ბმულზე
7. King Crimson – In The Court Of The Crimson King
“King Crimson -ის” სადებიუტო ალბომი, რომელმაც დიდი გავლენა იქონია პროგრესივ როკის მიმდიანერეობის განვითარებაზე. აღნიშნულ ალბომში ბენდმა შეძლო ჯაზის, როკის, კლასიკური მუსიკისა და სიმფონიური მუსიკის გაერთიანება, რითიც მიაღწია უნიკალურ ხმასა და ჟღერადობას, ამიტომაც “In The Court Of The Crimson King” უდავოდ უნდა იყოს ნებისმიერი მუსიკალური კოლექციის ნაწილი.
8. Amy Winehouse – Back To Black
“Back to Black” თანამედროვე კლასიკაა, რომლის მოსმენისას იგრძნობა სოულისა და “მოტაუნის” ოქროს ეპოქის გავლენა. თავისი უნიკალური ხმით, ემი უაინჰაუსმა განსაკუთრებული იერი მისცა “Back to Black -ს”. აღნიშნულ ალბომში შედის ჰიტები, “Rehab” და “Back to Black”, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს მუსიკალურ სამყაროში.
9. The Velvet Underground – The Velvet Underground & Nico
“The Velvet Underground-ის” აღნიშნული ალბომი წარმოადგენს უნიკალურ ნამუშევარს, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა როკ მუსიკის საზღვრები. აღნიშნული ალბომი კი რჩება აუცილებელ ეგზემპლარად ნებისმიერი მელომანისთვის და დამწყები მსმენელისთვის.
10. Bob Marley – Legend
ბობ მარლისა და “The Wailers-ის” “Legend” წარმოადგენს კომპილაციურ ალბომს, რომელიც შეიცავს რეგის ლეგენდის, ბობ მარლის, უდიდეს ჰიტებს, “Three Little Birds -დან “დაწყებული “Redemption Song -ით” დამთავრებული. აღნიშნული ალბომი გახდა მარადიული და მარლის მუდმივი მემკვიდრეობის ერთ – ერთი უდიდესი ნაწილი.