როგორ მოვუფრთხილდეთ ვინილის კოლექციას?

ვინილი დღეს მუსიკის მოსასმენი ეთ-ერთი პოპულარული საშუალებას წარმოადგენს, მაგრამ ყველა კოლექციონერმა კარგად იცის თუ რამდენ შრომას და დანახარჯებს საჭიროებს მათი მოვლა. ამ ბლოგში შევეცდებით მოკლედ აღვწეროთ ფირფიტის და მისი გარეკანის მოვლის ძირითადი საკითხები. დაგირჩიოთ ტუ როგორ მოუაროთ და შეინახოთ თქვენი ვინილის კოლექცია.

რას წარმოადგენს ვინილის ფირფიტა?

ვინილი არის ხმის შესანახი ანალოგური ფორმატის მედია, ორმხრივი ბრტყელი დისკის ფორმის, ორივე მხარეს კონცენტრული სპირალური ღარით. ვინილი ცნობილია მრავალი დასახელებით, მათ შორის: მუსიკალური ფირფიტა, ფონოგრაფი, ფირი, ვინილის ჩანაწერი, გრამფირფიტა, პლასტინკა, ფირსაკრავის დისკი და ასე შემეგ. მისი მეტსახელი მომდინარეობს პირველადი წარმოების მასალის დასახელებიდან, პოლივინილ ქლორიდიდან, რომელმაც შეცვალა შელაკი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

ვინილის დისკზე განთავსებული სპირალური ღარი შეიცავს ჩანაწერის სტერეო ან მონო აუდიო ხაზს, რომლის წაკითხვა და შემდგომ პირველად გამაძლერებელზე მიწოდება სტილუსის (ნემსის) საშუალებით ხდება.

ვინილის ბრუნვის დროს სტილუსი კითხულობს სპირალური ღარში განთავსებულ ინფორმაციას და ვიბრაციის საშუალებით გადასცემს ინდუქციურ კოჭას, რომელიც ელექტრომაგნიტურ იმპულსს წარმოშობს და შემდგომ გამაძლიერებელს აწვდის, რომ დინამიკების საშუალებით მუსიკამ თქვენს ყურამდე მოაღწიოს.

ვინილის ფირფიტები გამოიცემა სხვადასხვა ზომის და განსხვავდება მათი ბრუნვის სისწრაფეც, თუმცა უმეტესად ყველა ფირსაკრავი აღიქვამს ნებისმიერ ფირფიტას, თუ არ ჩავთლით პატეფონის შელაკებს. დღესდღეობით ყველაზე პოპულარულ და გავრცელებულ ვილის ფორმატს 33,33 ბრ/წთ 12 ინჩიანი ხანგრძლივი აღწარმოების (LP) ვინილები და მათი 7 ინჩიანი ე.წ. სინგლები წარმოადგენენ. ხოლო დიჯეინგისთვის ბასით გაჯერებული 45 ბრ/წთ-იანი 12-იანებია წარმოდგენილი.

ვინილის ფირფიტების დასუფთავების ინსტრუქცია

თქვენ შეგიძლიათ ვინილის ჩანაწერების გაწმენდა სხვადასხვა გზით, მათ შორის ჩანაწერების საწმენდი მარტივი საშუალებებით, ან თუნდაც რთული ტექნიკით, როგორიცაა ჩანაწერის მტვერსასრუტი ან ჩანაწერის სარეცხი მანქანა. თუმცა ვინილის საკუთარი ხელით გასუფთავება სრულიად განსხვავებულ რიტუალს და სიამოვნებას წარმოადგენს, არაფერს ვიტყვით პროცესის ეკონომიკურ ნაწილზე. მაშ ასე, წმენდის პროცესის საფეხურები შემდეგნაირად გამოიყურება:

1. მოაშორეთ ზედმეტი მტვერი ფირფიტას

პირველ რიგში რბილი ჯაგრისით ან საწმენდი ფუნჯით ვინილს  მოაშორეთ ნებისმიერი ტიპის ფხვიერი ნამსხვრევები და სხვა ტიპის დაბინძურება. რჩევა იქნება თუ გამოიყენებთ ნახშირბადის ბოჭკოსგან დამზადებულ საწმენდ ჯაგრისს,  რომელიც მუსიკალურ ფირფიტას მტვერთან ერთად სტატიკურ მუხტსაც აშორებს.

2. სწორად შეარჩიეთ საწმენდი საშუალება

აქ გამოსავალი საწმენდი სითხის და სხავადასხვა ჯაგრისების კომპლექტის შეძენაშია, თუმცა შესაძლებელია უფრო მარტივი და იაფი ვარიანტის შერჩევა. საწმენდი სითხის დამზადება შესაძლებელია გამოხდილი წყლის და სპირტის შერევით 80/20-ზე პროპორციით, გაითვალისწინეთ რომ, სპირტი არ უნდა იყოს ტექნიკური (იზოპროპილი), რადგანაც მან შეიძლება დააზიანოს ფირფიტის ზედაპირი. გამოსაყენებლად დასაშვებია მხოლოდ ეთანოლის სპირტი. მათთვის, ვისაც მოლეკულარული ქიმია დიდად არ იტაცებს, უფრო მარტივი საშუალების, ჭურჭლის სარეცხი ჟელეს და თბილი ონკანის წყლის გამოყენებაც არის შესაძლებელი.

3. ვინილის ფირის წმენდა

პროცესის დაწყებამდე დაათვალიერეთ ფირფიტა და წინასწარ გამოავლინეთ ი ადგილები სადაც მეტი წმენდის ჩატარება იქნება საჭირო. დაალბეთ ვინილი წინასწარ შერჩეული საწმენდი სითხით და ნაზად გაწმინდეთ ჯაგრისით ან ბოჭკოვანი ჩვრით. ეცადეთ არ დაასველოთ ან დააზიანოთ ეტიკეტი. იმისათვის რომ, წმენდის დროს არ დაზიანდეს დისკის ქვედა ნაწილი დაუფინეთ მას რბილი ნაჭერი ან ქაღალდი.

4. გაიმეორეთ პროცესი საბოლოო შედეგის დადგომამდე

წმენდისას პერიოდულად შეამოწმეთ ვინილის სხვადასხვა ადგილები, რომ გამორიცხოთ ნარჩენი დაბინძურება. რაც მთავარია არ შეინახოთ დასველებული ფირფიტა მის შალითაში, დაელოდეთ სრულად გაშრობას, რათა თავიდან აირიდოთ სოკოს გაჩენა ან ფირფიტის დაზიანება.

რჩევები ვინილის კოლექციის სწორად შესანახად

ვინილის ჩანაწერების წესების დაცვით შენახვა ისეთივე აუცილებელია, როგორც მათი წმენდა და მოფრთხილება ან თუნდაც მოსმენა. ძირითადი წესები ასეთია:

1. ფრთხილად მოეპყარით აღნიშნულ მედიას. არ შეეხოთ მის ზედაპირს შიშველი ხელით, რადგან შეიძლება დატოვოთ ზეთის ნაკვალევი ან სხვა დაბინძურება. არასდროს დადოთ არასწორ ზედაპირზე, რომელმაც შეიძლება დაკაწროს ის. შეეცადეთ დაკვრის შემდეგ მყისიერად განათავსოთ შალითაში.

2. გამოიყენეთ ვინილის დამცავი ქაღალდის ან ანტი სტატიკური შალითა, იგივე „სლივი“. ექსპერტი ვინილომანები ანტი-სტატიკურ შალითაში ათავსებენ როგროც თვითონ ფირფიტას, ასევე მის ყდას.

3. შეინახეთ ვინილი ვერტიკალურ,  მდგომიარე პოზიციაში. ეს ერთდერთი სწორად შენახვის საშუალებაა. ერთმანეთზე ჰორიზონტალურად, ბანქოს დასტასავით შენახული ფირები საკუთარი წონის ქვეშ იბრიცება, ასევე ზიანდება მათი შალითა. საუკეთესო გადაწყვეტილებაა მუსიკალური თაროს ორგანიზება და მათში ერთმანეთზე მიყოლებით, ანტი-სტატიკურ დამცავებში ჩალაგებული ვინილების  განთავსება.

4. შეინახეთ კოლექცია სწორ ტემპერატურულ რეჟიმში. წესით ოთახში რომელშიც თქვენ თავს კარგად გრძნობთ და არ გაწუხებთ სიცხე ან სიცივე ვინილიც კარგად ინახება. თუმცა გაითვალისწინეთ რომ მოარიდოთ თქვენი კოლექცია მზის პირდაპირ სხივებს, ჭარბ ნესტიან ადგილებს, ან სივრცეებს სადაც შეიძლება ისინი მექანიკური ზემოქმედების ქვეშ დაზიანდნენ.

იმედი გავქვს დამწყები კოლექციონერის პირველად შეკითხვებზე პასუხის ჩვენი ბლოგ პოსტით გავეცით. ველით თქვენს გამოხმაურებას და არ დაგავიწყდეთ, რომ ორი ცალი ფირფიტა უკვე კოლექციაა 😊

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn