კაბო-ვერდელი მომღერალი სეზარია ევორა მორნას ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია. მისი მუსიკა აფრიკულ და პორტუგალიურ ტრადიციებს აერთიანებს. გამორჩეული, თბილი ხმითა და ემოციური შესრულებით მან საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
“Miss Perfumado” 1992 წელს გამოვიდა. ალბომი კაბო-ვერდეს მუსიკალურ ტრადიციებსა და მელანქოლიურ მელოდიებს წარმოაჩენს.
კომპაქტ დისკი იდეალურად არის შენახული. CD-ს მცირე გამოყენების კვალი ეტყობა.
Sodade
Bia
Cumpade Ciznone
Direito Di Nasce
Luz Dum Estrela
Angola
Miss Perfumado
Vida Tem Um So Vida
Morabeza
Recordai
Lua Nha Testemunha
Barbincor
Tortura