Mamuka Chkheidze - To Be Continued...

აღწერა / Description:

ქართველი მუსიკოსის, მამუკა ჩხეიძის ალბომი სახელწოდებით “To Be Continued…” ვინილზე გერმანიაში დაიპრესა და ქართველი მსმენელის წინაშე 2023 წლის 7 ივლისს წარსდგა. ვინილის ჩაწერის ხარისხი დღეს არსებული-აღორძინებული ტექნოლოგიების გათვალისწინებით გამორჩეულად მაღალია, ხოლო ვინილის საუნდის დონე კი თვით ყველაზე მომთხოვნმა მსმენელმა შეაფასოს. ალბომის ტირაჟი ძალიან შეზღუდულია და მისი გაყიდვა უკვე დაწყბულია.

ვინილ.ჯის გუნდთან საუბრისას მამუკა ჩხეიძე განსაკუთრებულად მოიხსენიებს ლეგენდარულ ქართველ მუსიკოსს და გიტარისტს ბატონ კაკო ვაშალომიძეს, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ალბომის გამოცემასა და ფორმირების საკითხში.

ალბომი ექპერიმენტული ჟანრის კონცეპტუალურ ნაშრომის ნათელი მაგალითია. კომპოზიციები სხვადასხვა მუსიკალური მიმართულების სინთეზს წარმოადგენს: როკი, პოპი, კლასიკა, ფსიქოდელია…..ეს ის არასრული ჩამონათვალია, რომელიც საბოლოოდ ერთი „ქუდის“ ქვეშ ალბომ “To Be Continued…”-ში ერთიანდება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ ალბომის ვინილის ვერსია 8 კომპოზიციას მოიცავს, ხოლო СD, რომელიც საქართველოში საერთაშორის სტანდარტების სრული დაცვითაა დამზადებული, დამატებით 3 კომპოზიციას აერთიანებს და იგი 11 ტრეკისგან შედგება.

CD-ის ღირებულება 19 ლარს შეადგენს და მის შესაძენად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.

ფასი / PRICE:

59 GEL

მახასიათებლები / Parameters:

კატეგორია

დამატებითი ინფორმაცია

ფირფიტის მდგომარეობა

New (N) / ახალი

ყდის მდგომარეობა

New (N) / ახალი

მწარმოებელი ქვეყანა

საქართველო

ლეიბლი

Mamuka Chkheidze

ვინილის პარამეტრები

12 ინჩი 33 RPM

გამოშვების წელი

2023

ვინილის ტიპი

ახალი (გაუხსნელი), პირველი პრესი

მოუსმინე შეძენამდე / Listen before buying:

შეუკვეთე / Order Now!

შეთავაზებები / Offers: