მუსიკალური ვინილის ჩაბარება!
როგორ ჩავაბარო ფირფიტა?!
გრამ-ფირფიტის გაყიდვა, გაცვლა ან ჩაბარება თითქოს ადვილი პროცედურაა: უბრალოდ აიღებ ვინილს დაკვირვებით წაიკითხავთ მის დასახელებას, განათავსებ ქვეყანაში მოქმედ ერთ-ერთ უდიდეს ყიდვა გაყიდვის ვებგვერდზე, ან სულაც ფეისბუქ გვერდზე და “ვუალა”…. თქვენი შრომა წყალშია გადაყრილი, ან არავინ რეკავს, ან რეკავენ უამრავი შეკითხვით, რომელთაც ნებისმიერი მშვიდი ნერვული სისტემის მქონე ადამიანი წყობიდან გამოყვანა შეუძლია 🙂
მაშ ასე, როგორ მოვიქცეთ თუ სახლის სხვენში უამრავ დამტვერილი ვინილი აღმოვაჩინეთ, მეგობარმა ბინა დაცალა და მისი ფირფიტების კოლექცია გადმოგილოცათ, ან/და მეუღლეზე განაწყენებულმა მისთვის საყვარელი ფირფიტების გასხვისება განიძრახეთ?! რა თქმა უნდა ჩვენს ექსპერტებს უნდა მიმართოთ!
ვინილის ფირფიტების ჩაბარება ჩვენი საქმიანობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ჩვენ გვაქვს პროფესიონალიზმი და უნარი ადეკვატურად შევაფასოთ კოლექცია, დავადგინოთ მისი საბაზრო ღირებულება და რაც მთავარია ვფლობთ ფინანსური რესურსს და შეგვიძლია სრულიად გამოვისყიდოთ მეპატრონისგან ფირების კოლექცია, თანხის წინასწარ გადახდით.
მოკლედ რომ ვთქვათ: ჩავიბარბთ, შევიძენთ, გამოვისყიდით ან ვიყიდით: ვინილებს, ფირფიტებს, გრამაფონის პლასტინკებს, შელაკებს, 78-ებს და ა.შ უმაღლეს ფასად.
რა უნდა გავითვალისწინოთ წინასწარ
- როგორ გამოიყურება ვიზუალურად კოლექცია, არის თუ არა ვინილები მძიმედ დაკაწრული, ყდები დაობებული დაგლეჯილი ან ფლომასტერებით დაჩხაპნილი.
- რამდენი ფირფიტის მფლობელი ხართ? ბევრი შეიძლება იყოს ოციც და ოციათასიც, ამიტომ წინასწარ განსაზღვეთ რაოდენობა.
- რა სტილის მუსიკალური ფირფიტები გიჭირავთ ხელში. თუ საუბარია საბჭოთა დროს მილიონიანი ტირაჟით გამოცემულ ჩლენტანოს, მოდერნ თოქინგის ან/და ალ ბანო და რომინა პაუერის შემოქმდების ამსახველ ფირფიტებზე, მაშინ თქვენი შანსები მცირდება.
- რამდენად კვალიფიციურ ორგანიზაციასთან / შემსყიდველთან გაქვთ საქმე.
- აქვს თუ არა ორგანიზაციას უნარი ერთიანად შეისყიდოს ან თავიდანვე გადაგიხადოთ თანხა, რომ ე.წ. “პოსლეზე” არ მოგიწიოთ სირბილი.
We will consign, buy, redeem or buyoute – vinyl records, records, gramophone records, shellacs, LPs. LP ox Sets, 78s, etc. With the highest price possible .chavibarbt, shevidzent, gamoviskidit an sheviskidit: vinilebs, pirpitebs, gramaponis plastinkebs/, shelakebs, 78-ebs da a.sh umaghles pasad. Мы примем, купим или выкупим: виниловые пластинки, пластинки, грампластинки, винилы, шеллаки, пластинки. Наборы быков LP, 78-х и т. Д. С максимально возмоной ценой.