The Wacky Waxers – ჰაუსისა და გრუვ-ტექნოს დუო, რომელიც ცნობილია თავისი ენერგიული ბითებით, კლასიკური დრამ-რიტმებითა და ოლდსქულ დენსფლორის ჟღერადობით. მათი მუსიკა აერთიანებს ფანკის, acid-ისა და soulful ელემენტებს, რაც ქმნის დინამიკურ და სახასიათო სტილს, დამახასიათებელს 1990-იანი წლების ანდერგრაუნდ სცენისთვის.
„Sucker / My House“ არის The Wacky Waxers-ის ორიგინალური ვინილი, გამოშვებული დამოუკიდებელ ჰაუს ლეიბლზე. ეს რელიზი აერთიანებს ორ ბენგერს – ერთ მხარეს უფრო ფანკ-ენერგიულ ტრეკს („Sucker“), ხოლო მეორეზე ღრმა და ვოკალური ჰაუს კომპოზიციას („My House“).