ბითლზი – ლივერპულში ჩამოყალიბებული ბრიტანული როკ-ჯგუფი, რომელმაც 1960-იან წლებში მუსიკის ისტორია სამუდამოდ შეცვალა. ჯონ ლენონის, პოლ მაკარტნის, ჯორჯ ჰარისონისა და რინგო სტარის შემოქმედებამ განსაზღვრა პოპისა და როკის განვითარების ახალი სტანდარტები. მათი ადრეული პერიოდის ჩანაწერები ასახავს ბენდის სწრაფ ზრდას და იმ უნიკალურ ქიმიას, რომელმაც Beatlemania მსოფლიო ფენომენად აქცია.
A Hard Day’s Night (1964) წარმოადგენს The Beatles-ის მესამე სტუდიურ ალბომს და ამავე სახელწოდების ფილმის საუნდტრეკს. ალბომი სრულად შედგება ლენონ–მაკარტნის კომპოზიციებისგან და ითვლება ჯგუფის ერთ-ერთ ყველაზე ენერგიულ და შეკრულ ნამუშევრად.
გასაყიდი ვინილი არის 1989 წლის საბჭოთა პრესი მელოდიას ლეიბლზე. ვინილი შესანიშნავ მდგომარეობაშია, ყდას გენერიკია!
A Hard Day’s Night
I Should Have Known Better
If I Fell
I’m Happy Just To Dance With You
And I Love Her
Tell Me Why
Can’t Buy Me Love
Any Time At All
I’ll Cry Instead
Things We Said Today
You Can’t Do That
I’ll Be Back