თეისთი (Taste) ირლანდიური ბლუზ-როკ ტრიო იყო, რომლის ლიდერი და გიტარისტი გახლდათ Rory Gallagher. ბენდი 60-იანი წლების ბოლოს ჩამოყალიბდა და მალევე მოიპოვა აღიარება ენერგიული ლაივ-პერფორმანსებითა და გალაჰერის უნიკალური გიტარის ჟღერადობით. Taste ხშირად ადარებდნენ Cream-ს, თუმცა ჯგუფს საკუთარი, უფრო ნედლი და ბლუზზე დაფუძნებული ხელწერა ჰქონდა.
1970 წელს გამოსული On The Boards ჯგუფის მეორე და ბოლო სტუდიური ალბომია. აქ ბენდი აშკარად აფართოებს მუსიკალურ ჩარჩოებს – კლასიკური ბლუზ-როკის გარდა, ალბომში ჩნდება ჯაზური ელემენტები, ფლეიტისა და საქსოფონის პარტიები (რომლებსაც თავად გალაჰერი ასრულებს). ეს ნამუშევარი უფრო ექსპერიმენტული და მრავალფეროვანია, თუმცა მაინც ინარჩუნებს ენერგიულ და დინამიკურ ატმოსფეროს.
ვინილის ყდა და დისკი ძალიან კაგრ მდგომარეობაშია.
What’s Going On
Railway And Gun
It’s Happened Before, It’ll Happen Again
If The Day Was Any Longer
Morning Sun
Eat My Words
On The Boards
If I Don’t Sing I’ll Cry
See Here
I’ll Remember