Sonny Rollins ამერიკელი ჯაზ-საქსოფონისტია, რომელიც ჟანრის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და გამორჩეულ მუსიკოსად ითვლება.
Saxophone Colossus 1956 წელს გამოვიდა და Sonny Rollins-ის ყველაზე ცნობილი ალბომია. ჩანაწერი ჰარდ-ბოპის კლასიკურ ნიმუშად მიიჩნევა და გამოირჩევა ვირტუოზული იმპროვიზაციებით, ძლიერი მელოდიებითა და მუსიკოსის გამორჩეული საქსოფონის ჟღერადობით. ალბომში შესული კომპოზიცია „St. Thomas“ ჯაზის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სტანდარტად იქცა, ხოლო მთლიანად ჩანაწერი დღემდე ჯაზის ოქროს ფონდის ნაწილად ითვლება. გასაყიდი ვინილი არის სრულიად ახალი.
Strode Rode
Blue 7
Moritat
St Thomas
You Don’t Know What Love Is
85 GEL
| მედიის მდგომარეობა | New (N) / ახალი |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | ევროპა |
| ყდის მდგომარეობა | New (N) / ახალი |
| ლეიბლი | DOL |
| ვინილის პარამეტრები | 12 ინჩი 33 RPM |
| მედიის ტიპი | ახალი (გაუხსნელი) |
| გამოშვების წელი | 2019 |







