Pioneer DDJ-FLX4 არის 2-არხიანი კონტროლერი, რომელსაც მოჰყვება rekordbox dj და მუშაობს Serato DJ Pro-თან და Serato DJ Lite-თან. ეს ახალი მოდელი უზრუნველყოფს Smart Fader-სა და Smart CFX-ს – ფუნქციებს, რომლებიც დამწყებ დიჯეებს მიქსინგის სწრაფად შესწავლაში ეხმარება. Smart Fader ავტომატურად არეგულირებს BPM-ს, ხმას, ბასს და სხვა პარამეტრებს, რათა ტრეკებს შორის გადასვლა მარტივად და შეუმჩნევლად მოხდეს.
DDJ-FLX4-ის მიქსერის განყოფილება უზრუნველყოფს Pioneer-ის პროფესიული მიქსერების განლაგებას: აქვს gain რეგულატორი, 3-ზონიანი EQ, Color FX (CFX), არხის ფეიდერი და ქროსფეიდერი. Beat FX შეგიძლიათ გამოიყენოთ 1-ელ, 2-ე ან ორივე არხზე ერთდროულად. თითოეული დეკი აღჭურვილია დიდი ჯოგ-ველით, ლუპის ფუნქციებით, ასაინებადი პერფორმანს-პადებით, ტემპო-სლაიდერით და cue/play ღილაკებით.
Rekordbox და Serato-თან თავსებადია PC/Mac-ის პლატფორმებთან. DDJ-FLX4-ზე შეერთებით შეგიძლიათ უფასოდ გამოიყენოთ rekordbox ან Serato DJ Lite. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია Serato DJ Pro-ზე გადასახდელი ლიცენზიით ან გამოწერით განახლება.
rekordbox თავსებადია სხვადასხვა სტრიმინგ პლატფორმასთან. არჩეული DJ პროგრამიდან გამომდინარე, შეგიძლიათ TIDAL-ის, Beatport Streaming-ის, Beatsource Streaming-ის და SoundCloud Go+-ის მილიონობით ტრეკს შორის შეარჩიოთ (გამოწერა სჭირდება) და შეურიოთ ისინი DDJ-FLX4-ზე. ხელმისაწვდომია ყველა ეფექტი და პერფორმანს-ფუნქცია, რათა თქვენი მიქსი უფრო საინტერესო გახდეს.
DDJ-FLX4-ში მიკროფონის ხმა პირდაპირ მუსიკასთან ერთად მიქსდება, რაც ცალკე მიქსერის ან აუდიოკარტის გამოყენებას აღარ საჭიროებს. ამიტომ იდეალური მოწყობილობაა ლაივსტრიმინგისთვის — შეგიძლიათ მხოლოდ კონტროლერით დაუყოვნებლივ გადასცეთ თქვენი მიქსები.
Compatible DJ Software: rekordbox for Mac/Windows,rekordbox for iOS/Android, Serato DJ Lite, Serato DJ Pro, djay for iOS/Android, Traktor Play
Accessories: DDJ-FLX4, Quick Start Guide, Precautions for use, Serato flyer, USB Type-C cable
Specifications: 482 mm X 272.8 mm X 59.2 mm (2.1 kg)
Soundcard: 16bits/24bits, 44.1 kHz/48 kHz
Signal-to-Noise Ratio: 103 dB
Distortion: 0.005 % (USB)
Power Consumption:
Via USB power adapter: DC 9V, 3A
Via USB bus power: DC 5V, 500 mA
Frequency Range: 20 – 20000 Hz
Inputs: 1 MIC (1/4 inch TS Jack)
Outputs:
1 MASTER (RCA)
1 PHONES (3.5-mm stereo mini jack)
USB
2 sets USB Type-C port
1030 GEL








ამ ვებ გვერდის შექმნის მთავარი მიზანია ქართული მსმენლისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ მსოფლიოს სხვადასხვა ლეიბლის მიერ სხვადსხვა მუსიკალურ ეპოქაში წარმოებული ვინილის ფირფიტები, რომლებიც იმ პერიოდის სულისკვეთებას, ატმოსფეროს და რაც მთავარია ემოციას გადმოსცემენ.