დამწყები დიჯეებისა და პროფესიონალი მუსიკის მოყვარულებისთვის შექმნილი Pioneer HDJ-CUE1 Bluetooth DJ ყურსასმენები გთავაზობთ მდიდარ ჟღერადობას და თანამედროვე დიზაინს. საწყისად ისინი მატტისებრი შავი ფერით გამოდის, თუმცა ცალკე შეძენილი აქსესუარების ნაკრებების საშუალებით შესაძლებელია ყურსასმენების ბალიშებისა და აუდიოკაბელის სხვადასხვა ფრად პერსონალიზაცია.
ყურსასმენები იყენებს Bluetooth 5.0 Class 2 სტრიმინგს და თავსებადია A2DP, AVRCP, HSP და HFP პროფილებთან, ხოლო აუდიოკოდეკებიდან მხარდაჭერილია AAC და SBC. უზრუნველყოფს 10 მეტრამდე უკაბელო დიაპაზონს (ბარიერების გარეშე) და სრულ დამუხტვაზე მუშაობს დაახლოებით 30 საათი, რის მიღებაც 2-საათიანი დატენვით არის შესაძლებელი. მართვის ღილაკები განთავსებულია ყურსასმენის კორპუსზე – სიმძლავრის კონტროლისთვის და ზარებზე პასუხისთვის.
ქარხნულად კომპლექტაციაში მოყვება USB დამტენი კაბელი და მოხსნადი აუდიოკაბელი. დიჯეინგისას რეკომენდებულია აუდიოკაბელის გამოყენება. L-სახის კონექტორი ამცირებს შემთხვევით გამორთვის ან გათიშვის რისკს.
მაღალი ხარისხის ხმა – პროფესიონალური XDJ-X5 მოდელის დინამიკებით აღჭურვილი HDJ-CUE1 სპეციალურადაა მორგებული მნიშვნელოვანი დაბალი სიხშირეების გამოსაყოფად. ეს ხაზგასმა გაძლევთ შესაძლებლობას, ადვილად ამოიცნოთ მუსიკის მნიშვნელოვანი დეტალები და უფრო სწრაფად შეარჩიოთ სწორი ტრეკები.
პროფესიონალური დიზაინი და კომფორტი – HDJ-CUE1 ინარჩუნებს Pioneer DJ-ის პროფესიონალური ხაზის ვიზუალურ სტილსა და შეგრძნებას. მსუბუქი კონსტრუქცია და დაკეცვადი დიზაინი მას კომფორტულს ხდის ტრანსპორტირებისთვის.
გამძლე აგებულება – დიჯეინგი დიდ დატვირთვას აყენებს ყურსასმენებს. HDJ-CUE1 მოდელები შექმნილია ინტენსიური გამოყენებისთვის – ყველა მოძრავი ნაწილი გადის Pioneer DJ-ის მკაცრ გამძლეობის ტესტებს. ბანდაჟშიჩაშენებული ლითონის ძლიერი სლაიდერები ზრდის საიმედოობას და მოწყობილობის სიცოცხლეს. კაბელის ბაიონეტური შეერთება თავიდან იცილებს შემთხვევით გათიშვას, ხოლო L-სახის მინიჯეკი ამცირებს სცენაზე დარტყმით გათიშვის შანსს.
Type: Closed, dynamic
Driver Units: 40 mm dome type
Cable: 1.2 m short coiled cable (1.8 m extended length)
Accessories: 1.2 m coiled cable, USB charging cable, Precautions for use, Instruction Manual
Specifications
Impedance: 32 Ω
Sensitivity: 104 dB
Maximum Input Power: 2000 mW
Weight (without cable): 250 g
Frequency Range: 5 – 30000 Hz
Bluetooth® Specification Class 2
Supported Codec: SBC, AAC
Version: Bluetooth® standard ver. 5.0
320 GEL








ამ ვებ გვერდის შექმნის მთავარი მიზანია ქართული მსმენლისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ მსოფლიოს სხვადასხვა ლეიბლის მიერ სხვადსხვა მუსიკალურ ეპოქაში წარმოებული ვინილის ფირფიტები, რომლებიც იმ პერიოდის სულისკვეთებას, ატმოსფეროს და რაც მთავარია ემოციას გადმოსცემენ.