პეტრე ამირანაშვილი იყო ქართული საოპერო ხელოვნების გამორჩეული ბარიტონი, რომელიც წლების განმავლობაში ამკობდა თბილისის ოპერის სცენას. ამ ალბომში წარმოდგენილია ჯუზეპე ვერდის ცნობილი ოპერის „რიგოლეტოს“ ფრაგმენტები, სადაც პეტრე ამირანაშვილი ასრულებს მთავარი გმირის, რიგოლეტოს პარტიას. მარაგშია ალბომის საბჭოთა პრესი. ვინილის ყდა და ფირფიტა არის ძალიან კარგ მდგომარეობაში.
– ჯილდასა და რიგოლეტოს სცენა და დუეტი (I მოქმედება)
– რიგოლეტოს სცენა და არია (II მოქმედება)
– ჯილდასა და რიგოლეტოს დუეტი (II მოქმედება)
– ჯილდასა და რიგოლეტოს სცენა და ფინალური დუეტი (III მოქმედება)
65 GEL
| ფორმატი | Mono |
|---|---|
| მედიის მდგომარეობა | Very Good Plus (VG+) / ძალიან კარგი პლუსით |
| მწარმოებელი ქვეყანა | საბჭოთა კავშირი |
| ყდის მდგომარეობა | Very Good Plus (VG+) / ძალიან კარგი პლუსით |
| ლეიბლი | Melodia (USSR) |
| ვინილის პარამეტრები | 12 ინჩი 33 RPM |
| მედიის ტიპი | საბჭოთა |
| გამოშვების წელი | 1981 |







