ინგლისელი მუსიკოსისა და ლეგენდარული ჯგუფის, “ბითლზის”, ყოფილი წევრის, პოლ მაკარტნის, მერვე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1989 წელს. აღნიშნულ ალბომს მოჰყვა პოლის სოლო კარიერაში ყველაზე მასშტაბური ტურნე. გასაყიდი ვინილი წარმოადგენს 1990 წლის “მელოდიას” საბჭოთა პრესს. ფირფიტაც და ყდაც ორივე ძალიან კარგ მდგომარეობაშია.