საბჭოთა როკ ჯგუფის, “კინოს”, 1986 წლის ალბომი, სახელწოდებით “Noch” (“Ночь”). აღნიშნული ალბომი წარმოადგენს “კინოს” პირველ ოფიციალურ რელიზს, რომელმაც პოპულარობა მოუტანა ჯგუფს. აღნიშნულ ალბომში შედის ისეთი ჰიტები, როგორებიცაა: “Видели ночь”, “Фильмы” და “Звёзды останутся здесь”. გასაყიდი ვინილი წარმოადგენს 1988 წლის “მელოდიას” საბჭოთა გამოშვებას, ვინილის ყდაც და ფირფიტაც ორივე ძალიან კარგ მდგომარეობაშია.