გამოჩენილი ინგლისელი მომღერლის, ჯო კოკერის, მეცხრე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1984 წელს. აღნიშნულ ალბომში შედის როკ ბენდ “Squeeze -ის” ცნობილი ჰიტი “Tempted” და “The Drifters -ის” ჰიტ სინგლი “There Goes My Baby” ჯო კოკერის შესრულებით. გასაყიდი ვინილი წარმოადგენს 1984 წლის ევროპულ პრესს. ფირფიტაც და ყდაც ორივე ძალიან კარგ მდგომარეობაშია.