Gorillaz – ბრიტანული ვირტუალური მუსიკალური პროექტია, რომელიც შექმნეს Damon Albarn-მა და Jamie Hewlett-მა. ჯგუფი ცნობილია ალტერნატიული როკის, ჰიპ-ჰოპის, ელექტრონიკისა და პოპის შერწყმით.
Demon Days 2005 წელს გამოვიდა და Gorillaz-ის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ალბომად ითვლება. ჩანაწერი გამოირჩევა მრავალფეროვანი ჟღერადობით, ძლიერი კონცეფციითა და გამორჩეული პროდაქშენით. ალბომში შესულია ისეთი ცნობილი ჰიტები, როგორიცაა „Feel Good Inc.“, „DARE“ და „Dirty Harry“, რომლებმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა. გასაყიდი ვინილი წარმოადგენს 2017 წლის ამერიკულ reissue – ს (ხელახალ გამოცემას). ვინილი არის გაუხსნელი – სრულიად ახალი.
Intro
Last Living Souls
Kids With Guns
O Green World
Dirty Harry
Feel Good Inc.
El Mañana
Every Planet We Reach Is Dead
November Has Come
All Alone
White Light
Dare
Fire Coming Out Of The Monkey’s Head
Don’t Get Lost In Heaven
Demon Days