ქართული მამაკაცთა ანსამბლის, “გორდელას”, ვინილი, რომელიც გამოვიდა საბჭოთა კავშირში 1975 წელს. ფირფიტაზე ჩაწერილია “გორდელას” მიერ შესრულებული ცნობილი ქართული სიმღერები, რომელთა შორისაა “წინწყარო” და “საქორწილო”. გასაყიდი ვინილი არის 1975 წლის “მელოდიას” საბჭოთა პრესი, რომლის ფირფიტაც არის პრაქტიკულად უხმარი – იდეალურ მდგომარეობაში, ვინილის ყდა აღდგენილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და არ წარმოადგენს ორიგინალს.