გუსტავ მალერი (Gustav Mahler) – ავსტრიელი კომპოზიტორი და დირიჟორი, რომელმაც მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში სიმფონიური მუსიკის განვითარების ახალი ეტაპი შექმნა.
„Symphony No. 1“ („სიმფონია № 1“) ცნობილია როგორც „Titan“. ნამუშევარი მალერის სადებიუტო სიმფონიაა, რომელიც პირველად შესრულდა 1889 წელს. ამ ჩანაწერში მას ასრულებს ბავარიის რადიოს სიმფონიური ორკესტრი დირიჟორ რაფაელ კუბელიკის ხელმძღვანელობით.
ალბომის ყდა ძალიან კარგ, ხოლო მასში განთავსებული ვინილი შესანიშნავ მდგომარეობაშია.
Symphony No. 1 in D Major
A1 1. Langsam, Schleppend. Im Anfang Sehr Gemächlich 14:28
A2 2. Kräftig Bewegt, Doch Nicht Zu Schnell 6:54
B.1 3. Feierlich Und Gemessen, Ohne Zu Schleppen 10:36
B.2 4. Stürmisch Bewegt 17:36
30 GEL
| ფორმატი | Stereo |
|---|---|
| მედიის მდგომარეობა | Excellent (EX) / შესანიშნავი |
| მწარმოებელი ქვეყანა | საბჭოთა კავშირი |
| ყდის მდგომარეობა | Very Good Plus (VG+) / ძალიან კარგი პლუსით |
| ლეიბლი | Melodia (USSR) |
| ვინილის პარამეტრები | 12 ინჩი 33 RPM |
| მედიის ტიპი | საბჭოთა |
| გამოშვების წელი | 1983 |







