დიფ ფარფლი (Deep Purple) ბრიტანული როკ ბენდი, რომელიც 1968 წელს ჩამოყალიბდა და ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ჯგუფად ითვლება ჰარდ როკისა და ჰევი მეტალის ისტორიაში. ბენდის მუსიკა აერთიანებს ჰარდ როკს, ბლუზს, ფსიქოდელიურ და პროგრესულ ელემენტებს. წლების განმავლობაში ჯგუფში მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან Ritchie Blackmore, Ian Gillan, David Coverdale და Glenn Hughes.
Stormbringer – დიფ ფარფლის მეცხრე სტუდიური ალბომია, რომელიც 1974 წელს გამოვიდა. ეს არის ე.წ. „Mark III“ შემადგენლობის მეორე და ბოლო სტუდიური ნამუშევარი, სადაც ვოკალს ასრულებენ David Coverdale და Glenn Hughes. ალბომში ჯგუფმა უფრო აშკარად შეიტანა ფანკისა და სოულის ელემენტები, რამაც მუსიკას განსხვავებული და უფრო გროუვიანი ხასიათი მისცა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მიმართულება ყველასთვის მისაღები არ აღმოჩნდა (განსაკუთრებით Ritchie Blackmore-ისთვის), ალბომი მაინც ითვლება საინტერესო ექსპერიმენტად Deep Purple-ის დისკოგრაფიაში და მოიცავს რამდენიმე ძლიერ კომპოზიციას.
გასაყიდი ვინილი არის 1974 წლის იაპონური პრესი. ფირფიტაც და ყდაც ორივე ძალიან კარგ მდგომარეობაშია, არ მოყვება “ობბი”
Stormbringer
Love Don’t Mean A Thing
Holy Man
Hold On
Lady Double Dealer
You Can’t Do It Right (With The One You Love)
High Ball Shooter
The Gypsy
Soldier Of Fortune