დეივ ბრუბეკი (Dave Brubeck) – ამერიკელი ჯაზ-პიანისტი და კომპოზიტორი იყო, რომელიც ჯაზის ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ მუსიკოსად ითვლება. მისი შემოქმედება გამოირჩევა რიტმული ექსპერიმენტებით, დახვეწილი მელოდიებითა და კლასიკური მუსიკის ელემენტების ჯაზთან შერწყმით.
In Moscow – არის 1987 წელს მოსკოვში გამართული კონცერტის ჩანაწერი, რომელიც 1990 წელს ფირმა „მელოდიამ“ გამოსცა ორმაგ ვინილის ფირფიტაზე. ალბომში დეივ ბრუბეკი თავის კვარტეტთან ერთად ასრულებს ჯაზის გამორჩეულ კომპოზიციებს.
In Moscow 1
Give Me A Hit
Theme For June
Some Day My Prince Will Come
Blues For Newport
King For A Day
In Moscow 2
Unsquare Dance
These Foolish Things
Pange Lingua March
Koto Song
Take Five