დეივ ბრუბეკი – ამერიკელი ჯაზპიანისტი და კომპოზიტორი იყო, რომელიც მე-20 საუკუნის ჯაზის ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურად ითვლება. მისი მუსიკა გამოირჩევა ორიგინალური რიტმული სტრუქტურებით, დახვეწილი მელოდიებითა და კლასიკური მუსიკის ელემენტების ჯაზთან შერწყმით.
Dave Brubeck’s Greatest Hits – 1966 წელს გამოვიდა, კომპილაციური ალბომია და მუსიკოსის შემოქმედების გამორჩეულ ჩანაწერებს აერთიანებს. კრებულში შესულია ისეთი ცნობილი კომპოზიციები, როგორებიცაა Take Five, The Duke და Blue Rondo à la Turk.
Take Five
I’m In A Dancing Mood
In Your Own Sweet Way
Camptown Races
The Duke
It’s A Raggy Waltz
Bossa Nova U.S.A.
Trolley Song
Unsquare Dance
Blue Rondo A La Turk
Theme From “Mr. Broadway”