ბულატ ოკუჯავა – რუსულენოვანი პოეტი, სიმღერების ავტორი, მომღერალი და მწერალი, ქართულ-სომხური წარმომავლობის,რომელიც XX საუკუნის ერთ-ერთ გამორჩეულ ბარდად ითვლება. იგი 1924 წლის 9 მაისს მოსკოვში დაიბადა. ოკუჯავას შემოქმედება გამოირჩევა პოეტური ტექსტებით, მელოდიური სიმღერებითა და გულწრფელი შესრულებით. მის ნაწარმოებებში ხშირად გვხვდება სიყვარულის, ომის, ადამიანური ღირსების, მარტოობისა და მშვიდობის თემები.