ZED Compact სერია გვთავაზობს ფლაგმანური ხმის შემრევის ბაზაზე შექმნილ პროფესიონალურ პრეამპებს, რომლებიც ხასიათდება დაბალი ხმაურით, დიდი “headroom”-ითა და თბილი ანალოგური ჟღერადობით. ხმის შემრევში ჩაშენებულია ორი მაღალი იმპედანსის (DI) შესასვლელი გიტარის პირდაპირ დასაკავშირებლად, რაც დამატებითი აღჭურვილობის საჭიროებას ხსნის. სპეციალურად შექმნილი MusiQ სიხშირეების კორექტორი ოპტიმიზებული 2-ზოლიანი დიზაინით უზრუნველყოფს ინსტრუმენტების მარტივ და მუსიკალურ დამუშავებას. მიუხედავად სიმსუბუქისა და პორტაბელურობისა, კონსტრუქცია მაქსიმალურად გამძლეა როგორც სტუდიური, ისე საგასტროლო დატვირთვისთვის. ხოლო ZED-6FX მოდელი დამატებით აღჭურვილია სტუდიური ხარისხის რევერბების, დილეებისა და მათი დინამიკური კომბინაციების ახალი ნაკრებით.
Compact 6 Input Analogue Mixer:
2 Mic/Line Inputs with XLR and TRS jack sockets
2 Stereo Inputs with TRS jack sockets
2 Hi-Z Instrument Inputs
2-band EQ and Low Cut Filter
XLR main outputs
48V Phantom Power for condenser mics