გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, ალექსი მაჭავარიანის, მესამე სიმფონია ვინილზე. სიმფონიას ასრულებს ლენინგრადის სახელმწიფო ორკესტრი ცნობილი დირიჟორისა და ალექსი მაჭავარიანის შვილის, ვახტანგ მაჭავარიანის ხელმძღვანელობით. გასაყიდი ვინილი წარმოადგენს 1989 წლის “მელოდიას” საბჭოთა პრესს, ყდაც და ფირფიტაც ორივე პრაქტიკულად უხმარია – იდეალურ მდგომარეობაშია.