საბჭოთა გამოშვების, მელოდიას ქართულo მუსიკის კრებული, რომელიც შეიცავს ფრაგმენტებს ზაქარია ფალიაშვილის ცნიბილი ოპერიდან აბესალომ და ეთერი. კრებული ასევე შეიცავს ეთერისა და მურმანის არიას (ოპერის ვოკალური ეპიზოდი, რომელსაც მომღერალი ასრულებს ორკესტრის თანხლებით). ეთერის ასრულებს ქართველი სოპრანო – ცისანა ტატიშვილი, მურმანს კი ქართველი ბარიტონი – პეტრე ამირანაშვილი. გასაყიდი ფირფიტის ყდა განსხვავებულია სხვა გამოშვებებისგან. უკანა მხარეს რუსულის გარდა, ტექსტი ინგლისურ და ფრანგულ ენაზეცაა, რაც მეტყველებს ვინილის საექსპორტო გამოშვებაზე. ფირფიტა არის იდეალურ მდგომარეობაში, ყდა ნორმალურ მდგომარეობაშია.