მძიმე მეტალი წარმოადგენს მუსიკალურ მიმდინარეობას, რომელმაც განვითარება ადრეულ 1970 -იან წლებში დაიწყო, ხოლო მისმა ელემენტებმა გვიან 1960 -იანებშიც კი იჩინა თავი. აღნიშნული მუსიკის მიმდინარეობა ხასიათდება მძიმე, ღრმა, ჟღერადობით, კომპლექსური რითმებით, ინსტრუმენტალითა და ვოკალით, სიმღერების ტექსტები კი შეიძლება იყოს შექმნილი ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ყოველდღიური ცხოვრებისეული პრობლემები, სიყვარული, ან თუნდაც რაინდების დრაკონებთან და ბნელ ძალებთან ბრძოლა.
ჩვენი გუნდი წარმოგიდგენთ მძიმე მეტალის 10 საკულტო ალბომს, რომლებიც მოხიბლავენ არა მხოლოდ აღნიშნული მიმდინარეობის, არამედ ზოგადად მუსიკის მოყვარულებს და დაამშვენებნ მათ კოლექციას.
10. Mercyful Fate – Don’t Break The Oath
დანიური მძიმე მეტალ ბენდის, “Mercyful Fate -ის”, მეორე სტუდიური ალბომი, რომელშიც ჯგუფმა მძიმე მეტალთან ერთად გამოიყენა პროგრესივ მუსიკის ელემნტები. ოკულტიზმის ლირიკული თემებითა და სიმღერების სტილით კი აღნიშნულმა ალბომმა დიდი გავლენა იქონია მძიმე მეტალის ერთ – ერთი ქვეჟანრის, ბლექ მეტალის, ჩამოყალიბებაზე.
9. Judas Priest – British Steel
“British Steel” წარმოადგენს ბრიტანული მძიმე მეტალ ბენდის, “Judas Priest -ის”, მეექვსე სტუდიურ ალბომს. “British Steel -ს” მიიჩნევენ მძიმე მეტალის ეტალონად და კლასიკად, რომლითაც ბენდმა მძიმე მეტალი მსმენელთა უფრო ფართო აუდიტორიას გააცნო. “Breaking the Law” და “Living After Midnight” კი კვლავ წარმოადგენენ “Judas Priest -ის” ერთ – ერთ ყველაზე ცნობად და პოპულარულ სიმღერებს.
8. Iron Maiden – Powerslave
ბრიტანული მძიმე მეტალ ბენდის, “Iron Maiden -ის”, მეხუთე სტუდიური ალბომი. ალბომი წარმოდგენილია ეპიკური კომპოზიციებით, რომელთა შორის განსაკუთრებულად აღსანიშნავია “Rime of the Ancient Mariner”, რომლის შექმნის ინსპირაციას წარმოადგენდა სემუელ ტეილორ კოლერიჯის პოემა “Rime of the Ancient Mariner”. კომპლექსური ინსტრუმენტალითა და დახვეწილი ვოკალით კი აღნიშნულმა ალბომმა წარუშლელი კვალი დატოვა მუსიკაში.
7. Diamond Head – Lightning To The Nations
ბრიტანული მძიმე მეტალ ბენდის, “Diamond Head -ის”, სადებიუტო სტუდიური ალბომი, რომელიც მიიჩნევა კლასიკად და ბრიტანული მძიმე მეტალის ახალი ტალღის ერთ – ერთ პიონერად. სიმღერები, “Am I Evil?” და “The Prince”, კი გახდნენ ინსპირაცია მრავალი მეტალ ბენდისთვის, რომელთა შორისაა მეტალიკა.
6. Black Sabbath – Heaven And Hell
მძიმე მეტალის პიონერების, “ბლექ საბათის”, პირველი სტუდიური ალბომი ვოკალისტ რონი ჯეიმს დიოსთან ერთად, რომელიც ითვლება ბენდის ერთ – ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ალბომად. “Heaven Hell -მა” კვლავ შესძინა “ბლექ საბათს” ენერგია და შემართება, რომლითაც ბენდმა ისევ შეძლო მძიმე მეტალის ასპარეზზე დაბრუნება. დაუვიწყარი გიტარის რიფებით და რონი ჯეიმს დიოს ენერგიული ვოკალით კი “Heaven Hell” კვლავ რჩება ბევრისთვის შთამაგონებელ და საყვარელ ალბომად.
5. Metallica – Metallica
ყველასთვის კარგად ცნობილი “მეტალიკას” self titled ალბომი, რომელსაც ხშირად “შავი ალბომის” სახელით მოიხსენიებენ. აღნიშნულ ალბომზე იგრძნობა “მეტალიკას” თრეშ მეტალიდან მძიმე მეტალზე გადასვლა, რამაც აქცია აღნიშნული ალბომი ბენდის ყველაზე გაყიდვად და ცნობად სტუდიურ ალბომად. “შავი ალბომი” ასევე გამოირჩევა ბენდის მუსიკალური მრავალფეროვნებით, დაწყებული ისეთი მძიმე სიმღერებიდან, როგორებიცაა “Enter Sandman” და “”Sad but True”, დამთავრებული “Nothing Else Matters -თა” და “My Friend of Misery -ით”.
4. Iron Maiden – The Number Of The Beast
“Iron Maiden -ის” პირველი სტუდიური ალბომი ვოკალისთ ბრიუს დიკინსონთან ერთად. “The Number Of The Beast -ით” ბენდმა დაამკვიდრა საკუთარი უნიკალური ჟღერადობა და გახდა ერთ – ერთი ლიდერი ჯგუფი მძიმე მეტალ მუსიკის ინდუსტრიაში. ალბომის თაითლ ტრეკი და “Run to the Hills” კი გახდნენ უკვდავი ჰიტები და ერთ – ერთი საუკეთესო მაგალითები მძიმე მეტალ კომპოზიციების.
3. Dio – Holy Diver
რონი ჯეიმს დიოსა და მისი ბენდის სადებიუტო სტუდიური ალბომი, რომელიც ითვლება როგორც ჯგუფის ყველაზე წარმატებულ, ასევე ერთ – ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მძიმე მეტალ ალბომად. ახალგაზრდა ვივიან კემპბელის გიტარამ და რონი ჯეიმს დიოს ძლიერმა და იმავდროულად სუფთა ვოკალმა უნიკალურ ნამუშევრად აქცია “Holy Diver”. თაითლ ტრეკი “Holy Diver” და “Rainbow In The Dark” კი მსოფლიოს მრავალი ფანისთვის ფავორიტი სიმღერები გახდნენ.
2. Ozzy Osbourne – Diary Of A Madman
ოზი ოსბორნისა და მისი ბენდის მეორე სტუდიური ალბომი, რომელიც ასევე წარმოადგენს უკანასკნელ ალბომს გიტარისტ რენდი როუდსისთვის, რომლის გიტარის ნეოკლასიკურმა და ვირტუოზულმა სტილმა მიანიჭა აღნიშნულ ალბომს განსაკუთრებული ჟღერადობა და ამავდროულად შთააგონა მსოფლიოს მრავალი მუსიკოსი. დაწყებული ენერგიული და სწრაფი “Over The Mountain -ით”, დამთავრებული თაითლ ტრეკის ფართო, კომპლექსური, ჟღერადობით, “Diary Of A Madman” კვლავ რჩება უკვდავ კლასიკად.
1. Black Sabbath – Black Sabbath
“ბლექ საბათის” პირველი სტუდიური და ასევე პირველი სრულყოფილი მძიმე მეტალ ალბომი, რომელმაც გადაატრიალა მუსიკალური ინდუსტრია და საძირკველი ჩაუყარა სრულიად ახალ მუსიკალურ მიმდინარეობას. მიუხედავად ამდენი დროის გასვლისა, ალბომის თაითლ ტრეკი კვლავ რჩება იმ უნიკალური ბნელი და იდუმალებით მოცული ჟღერადობის საუკეთესო მაგალითად. სწორედ ამ მძიმე ჟღერადობამ მძიმე მეტალთან ერთად დაბადა მისი ქვეჟანრიც, რომელიც დუმ მეტალის სახელითაა ცნობილი.