ბრიტანული ალტერნატიული როკ-ჯგუფი ქოლდფლეი 1996 წელს ჩამოყალიბდა ლონდონში და მალე გახდა 2000-იანი წლების ყველაზე გავლენიანი ბენდებიდან ერთ-ერთი. ჯგუფის შემადგენლობაში არიან Chris Martin (ვოკალი, პიანინო, გიტარა), Jonny Buckland (გიტარა), Guy Berryman (ბასი) და Will Champion (დრამი).
Parachutes არის Coldplay-ის სადებიუტო სტუდიური ალბომი, გამოცემული 2000 წელს ლეიბლზე Parlophone. ჩანაწერმა კრიტიკოსებისა და მსმენელის უდიდესი მოწონება დაიმსახურა თავისი ლირიკული სიმძაფრითა და თბილი, ინტროსპექტიული ატმოსფეროთი. ალბომის ცნობილი სინგლები – „Shiver“, „Yellow“, „Trouble“ და „Don’t Panic“ – დაეხმარა ბენდს საერთაშორისო წარმატების მიღწევაში და საფუძველი ჩაუყარა მათი უნიკალური, მელანქოლიურ-მელოდიური სტილის ჩამოყალიბებას.
გაყიდვაშია ალბომის რემასტერი. ვინილი სრულიად ახალია.
Don’t Panic
Shiver
Spies
Sparks
Yellow
Trouble
Parachutes
High Speed
We Never Change
Everything’s Not Lost