Wolf Alice - Blue Weekend (Sealed)

აღწერა / Description:

Wolf Alice ლონდონში ჩამოყალიბებული ალტერნატიული როკ-ჯგუფია, რომელიც გამოირჩევა ჟანრული მრავალფეროვნებით – გრანჯი, დრიმ-პოპი, შუგეიზი და ინდი-როკი მათ მუსიკაში ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს. ჯგუფის ცენტრში ელლი როუზელის ხმის დიაპაზონია, რომელიც რბილი, მელანქოლიური მომენტებიდან ენერგიულ და ხმაურიან აფეთქებებამდე თავისუფლად მოძრაობს.

Blue Weekend – ჯგუფის მესამე სტუდიური ალბომია, რომელიც 2021 წელს გამოვიდა და კრიტიკოსების ერთსულოვანი აღიარება მოიპოვა. ალბომი უფრო კინემატოგრაფიული და ნარატივზე ორიენტირებულია, ვიდრე წინა ნამუშევრები, და ეხება სურვილს, მარტოობას, ურთიერთობებსა და თვითიდენტობას.

გაყიდვაშია ალბომის ევროპული გამცემა, ვინილი გაუხსნელია.

The Beach
Delicious Things
Lipstick On The Glass
Smile
Safe From Heartbreak (if you never fall in love)
How Can I Make It OK?
Play The Greatest Hits
Feeling Myself
The Last Man On Earth
No Hard Feelings
The Beach II

ფასი / PRICE:

125 GEL

მახასიათებლები / Parameters:

კატეგორიები ,

დამატებითი ინფორმაცია

ფორმატი

Stereo

მედიის მდგომარეობა

New (N) / ახალი

მწარმოებელი ქვეყანა

ევროპა

ყდის მდგომარეობა

New (N) / ახალი

ლეიბლი

Dirty Hit

ვინილის პარამეტრები

12 ინჩი 33 RPM

მედიის ტიპი

ახალი (გაუხსნელი), ორიგინალი

გამოშვების წელი

2021

მოუსმინე შეძენამდე / Listen before buying:

შეუკვეთე / Order Now!

შეთავაზებები / Offers: