მერაბ ფარცხელაძე (Merab Partskhaladze) — XX საუკუნის მეორე ნახევრის გამორჩეული ქართველი კომპოზიტორი, რომლის შემოქმედება ითავსებს მოდერნისტულ ფორმებსა და ქართული მუსიკალური ტრადიციის ღრმა გააზრებას. ალბომში წარმოდგენილია სამი განსხვავებული ჟანრის ნაწარმოები: ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის დაწერილი სონატა, “თემა ვარიაციებით” — რომელიც კომპოზიტორის სტილისტიკურ სიღრმეს წარმოაჩენს, და ქორები ქართველ პოეტთა ლექსებზე, სადაც მუსიკა და პოეზია ერთიან ხასიათობრივ ტილოდ იქცევა.
მარაგშია ალბომის საბჭოთა პრესი. ვინილის ფირფიტა არის თითქმის იდეალურ მდგომარეობაში, ხოლო ყდა კი ძალიან კარგ მდგომარეობაში.
თემა ვარიაციებით
სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის
ტბა
თებერვალი თუ მაისი?
ღამე
ღამე ზედაზენში
ჯვარი
მაკები კრცანისში