L. Beethoven, Sviatoslav Richter, London Philharmonic Orchestra, Riccardo Muti – Piano Concerto No. 3 / Andante
აღწერა / Description:
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი (Ludwig van Beethoven) — გერმანელი კომპოზიტორი და პიანისტი, კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა. მისი მესამე ფორტეპიანოს კონცერტი — დრამატული, სიღრმისეული და ლირიკული თემების ერთობლიობაა, რომელიც ხშირად მიიჩნევა რომანტიზმის დასაწყისად.
სვიატოსლავ რიხტერი (Sviatoslav Richter) — XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პიანისტი, ცნობილი ინტერპრეტაციის სიღრმითა და ტექნიკური სრულყოფილებით. ამ ჩანაწერში მას აკომპანირებს London Philharmonic Orchestra მაესტრო რიკარდო მუტის დირიჟორობით — სტუდიური ჩანაწერი, შესრულებული Abbey Road-ის სტუდიაში 1977 წელს.
მარაგშია ალბომის საბჭოთა გამოცემა. ვინილის ყდა მოჭრილია ცოტათი, ხოლო ფირფიტა არის ძალიან კარგ მდგომარეობაში.
ფორტეპიანოს კონცერტი №3 დო მინორში, ოპ. 37
Allegro con brio
Largo
Rondo: Allegro
Andante Fa Major, WoO 57