პოლ მაკარტნი და ჯგუფი ვინგზ (Paul McCartney And Wings) ლეგენდარული ბრიტანული როკ-ჯგუფი, რომელიც Paul McCartney-მ The ბითლზის დაშლის შემდეგ შექმნა. ჯგუფის მუსიკა აერთიანებს როკის, პოპის, ბლუზისა და ექსპერიმენტული ჟღერადობის ელემენტებს. Wings გახდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრიტანული ბენდი 1970-იან წლებში და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო McCartney-სთვის როგორც დამოუკიდებელი არტისტის ჩამოყალიბებაში. Band On The Run 1973 წელს გამოცემული ალბომია და ითვლება Wings-ის ყველაზე მნიშვნელოვან და წარმატებულ ნამუშევრად. ალბომი ნიგერიაში, ლაგოსში ჩაიწერა არახელსაყრელ პირობებში, რამაც მის უნიკალურ ჟღერადობას კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი. Band On The Run, Jet და Let Me Roll It — იმ სინგლებს შორისაა, რომლებმაც ალბომს დიდ წარმატება მოუტანა. ალბომი გამოირჩევა კინემატოგრაფიული სტრუქტურით, მდიდარი არანჟირებითა და მუსიკალური მრავალფეროვნებით.
გასაყიდად წარმოდგენილია ალბომის იაპონური გამცემა. ვინილი იდეალურ მდგომარეობაშია. ფირფიტას მოყვება იაპონური ბუკლეტი და პლაკატი.
Band On The Run
Jet
Bluebird
Mrs. Vandebilt
Let Me Roll It
Mamunia
No Words
Picasso’s Last Words (Drink To Me)
Nineteen Hundred And Eighty Five