ჰამლეტ გონაშვილი (Hamlet Gonashvili) – ყველაზე გამორჩეული და პატივსაცემი ქართველი შემსრულებელი რომელიც ქართული ფოლკლორის ეტალონად არის მიჩნეული. მისი განსაკუთრებული ვოკალი და გამორჩეული შესრულების სტილი, გონაშვილს მსოფლიო მსოფლიოს მასშტაბით არაერთ მსმენელს ხიბლავს. მისი რეპერტუარი მოიცავდა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს ფოლკლორულ ნაწარმოებებს. გონაშვილის შესრულებით განსაკუთრებით ცნობილია „ჩაკრულო“, „შენ ხარ ვენახი“, „ორთავ კლდესა შუა ვარ“, „ტბელო ტბელო“ და სხვა არაერთი ხალხური მარგალიტი.