ნახმარი ვინილის შეფასების წესის გაგება მნიშვნელოვანია თქვენი კოლექციის ხარისხისთვის. ვინილის შეფასება ზუსტი მეცნიერება არ არის, თუმცა წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა სისტემა, რომლითაც ხელმძღვანელობენ საერთაშორისო ბაზარზე ვინილომანები. ქვემოთ მოცემულია ფირფიტების შეფასების მეთოდი, რაც დაგეხმარებათ განსაზღვროთ თითოეული დისკის ზოგადი ხარისხი.
ვინილის შეფასების სისტემა
თითოეული ფირფიტის ხარისხს აქვს შესაბამისი აბრევიატურა. ეს აბრევიატურა გვხვდება ვინილის საერთო ხარისხის ან მისი ჟღერადობის შესაფასებლად. ვინილის ძებნისას ყურადღება მიაქციეთ შემდეგ კლასებს/აბრევიატურებს:
POOR (P) OR FAIR (F) / ცუდი ან დაბალი ხარისხის (P) ან (F)
P ან F ნიშანი ასახავს ვინილის ცუდი მდგომარეობას. ამ რეიტინგების მქონე დისკებს ხშირად აქვთ ხმაურის (შიპის) მაღალი დონე. ისინი ხშირად ხტებიან ვინილის აუდიო ბილიკებს (ღარებს) შორის, იმეორებენ ან/და იციკლებიან. თუ ფირფიტას შეიძენთ P ან F რეიტინგით, შეიძლება მიიღოთ დასხივებით გადახურებული ფირფიტა. ხშირად ჩანაწერები გაბზარულია ან ღრმა ნაკაწრები აქვს. ვინილის შალითები ან ძლიერ დაზიანებულია ან მთლიანად განადგურებულია.
GOOD (G) / კარგი (G)
მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი “კარგი” შეიძლება ჩანდეს პოზიტიურად, ფირფიტა, რომელიც ატარებს G კლასს, მაინც ცუდი ხარისხად ითვლება. ასთი ფირფიტები გამოსადეგია, მაგრამ შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე მსხვილი ნაკაწრი, დაზიანებული ყდა ან აკლდეს რაიმე ატრიბუტი. მუსიკა ვინილზე შეიძლება იყოს დამახინჯებული.
VERY GOOD (VG) / ძალიან კარგი (VG)
VG ის აბრევიატურას დიდი გამოყენება აქვს. ეს გრეიდი განთავსებულია ცუდის და კარის გამყოფ ზღვარზე. ამ ტიპს ფირფიტას შეიძლება ჰქონდეს მსუბუქი ხილული ნაკაწრები და ან ბზარები ყდაზე და ფირფიტის სხვაც ატრიბუტებზე.
VG შეფასების მქონე ჩანაწერების გამოყენება, როგოც მოსასმენად, ასევე მხატვრული (არტ) დანიშნულებით შესაძლებელია. უმეტესწილად, VG შეფასებული ჩანაწერი არ არის დაზიანებული და მისი საკოლექციოდ გამოყენება შესაძლებელია.
VERY GOOD PLUS (VG+) / ძალიან კარგი პლუსი (VG+)
შემდეგი გრეიდი VG + -ია. ასეთ ჩანაწერებს გააჩნიათ მცირე ხარვეზები, მაგრამ არ აქვთ კომპრომეტირებული აუდიო ან ვიზუალური ნაწილი. VG + ფირფიტას შეიძლება ჰქონდეს მსუბუქი „შიპი“ ან მცირედი ნაკაწრები ფირფიტის ზედაპირზე. VG + ჩანაწერის კოლექციაში განთავსება სოლიდური ინვესტიცია.
EXCELLENT (E) / შესანიშნავი (E)
აღნიშნავს შესანიშნავ ჩანაწერს რომელიც აღემატება VG + გრეიდის მქონე ვინილს აუდიო ხარისხით და ვიზუალით. მისი მსუბუქი დაზიანების ნიშნების გამოვლენა ძალიან ძნელია, ისევე როგორც ძნელია რაიმე ტიპის აუდიო დეფექტის პოვნა. ბევრი E- რეიტინგული ჩანაწერი მხოლოდ რამდენჯერმე ყოფილა ყდიდან ამოღებული და მოსმენილი. მათი გამოყენებისგან დარჩენილი მცირედი დაზიანების ნიშნები, ზოგადად ასახავს მაღალხარისხოვან მოვლას.
NEAR MINT (NM) / იდეალურთან ახლოს (NM)
იდეალურთან ახლოს ჩანაწერი ფანტასტიური ინვესტიციაა. ვინილის ზედაპირი პრიალა და აშკარად მხოლოდ რამდენჯერმე არის დაკრული. NM შეფუთვა თითქმის ხელშეუხებელია, ვინილი სულ რამდენჯერმეა ამოღებული შალითიდან.
MINT (M) / იდეალური (M)
იდეალური ჩანაწერი შესანიშნავი ხარისხისაა. ის თითქმის არც დაუკრავთ. დიდად შესაძლებელია, რომ (M) შეფასების მქონე ფირფიტა არასდროს ამოუღიათ შალითიდან. იგი სრულად არის დალუქული და მას არ აქვს არანაირი ლაქა, დაზიანება და/ან დამახინჯება. მინტ გრეიდის მქონე ფირფიტა, განსაკუთრებით 60-70 იანი წლებიდან ძალიან იშვიათი და ამავდროულად ძალიან ღირებულია.