ჰამლეტ გონაშვილი (Hamlet Gonashvili) – ყველაზე გამორჩეული და პატივსაცემი ქართველი მომღერალი, რომელიც ქართული ხალხური მუსიკის ნამდვილი სიმბოლო გახდა. მისი განსაკუთრებული ხმა და უნიკალური შესრულების სტილი ქართულ მუსიკალურ მემკვიდრეობას ამდიდრებს და მსოფლიოს მასშტაბით არაერთ მსმენელს ხიბლავს. მისი რეპერტუარი მოიცავდა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს ფოლკლორულ სიმღერებს, რაც მის უნიკალურ ხმის ტემბრთან ერთად განსაკუთრებულად ემოციურს ხდიდა თითოეულ ნამუშევარს. გონაშვილის შესრულებით განსაკუთრებით ცნობილი გახდა „ჩაკრულო“, „შენ ხარ ვენახი“, „ორთავ კლდესა შუა ვარ“, „ტბელო ტბელო“ და სხვა არაერთი ხალხური სიმღერა.
წარმოდგენილი ალბომი გამოცემულია 1983 წელს. ვინილი არის ოდნავ დაბრეცილი, თუმცა ზედაპირი იდეალურია და უკრავს უპრობლემოდ.
ურმული 5:00
ჭონა 5:17
სატრფიალო 3:35
დაიგვიანეს 5:58
ოროველა 5:25
გარეკახური საჭიდაო 3:00
გაფრინდი შავო მერცხალო 4:30
ჩელა 3:35
წინწყარო 3:11
85 GEL
მედიის მდგომარეობა | Very Good Plus (VG+) / ძალიან კარგი პლუსით |
---|---|
მწარმოებელი ქვეყანა | საქართველო |
ყდის მდგომარეობა | Very Good Plus (VG+) / ძალიან კარგი პლუსით |
ლეიბლი | Melodia (USSR) |
ვინილის პარამეტრები | 12 ინჩი 33 RPM |
გამოშვების წელი | 1983 |
მედიის ტიპი | საბჭოთა, ქართული |
ამ ვებ გვერდის შექმნის მთავარი მიზანია ქართული მსმენლისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ მსოფლიოს სხვადასხვა ლეიბლის მიერ სხვადსხვა მუსიკალურ ეპოქაში წარმოებული ვინილის ფირფიტები, რომლებიც იმ პერიოდის სულისკვეთებას, ატმოსფეროს და რაც მთავარია ემოციას გადმოსცემენ.