ცნობილი გიტარისტის, ერიკ კლაპტონის, საუკეთესო კომპოზიციათა კრებული, რომელიც გამოვიდა 1982 წელს. აღნიშნულ კრებულში შედის ერიკ კლაპტონის ისეთი ცნობილი ჰიტები, როგორებიცაა: “Layla”, “Cocaine”, “Promises”. გასაყიდი ვინილი წარმოადგენს 1982 წლის ბრიტანულ პრესს RSO -ს ლეიბლზე. ყდა შესანიშნავ მდგომარეობაშია, ხოლო ფირფიტა არის უნაკლო და იდეალური. საუკეთესო არჩევანი ბლუზ როკის მოყვარულთათვის.