დევიდ ბოუი (David Bowie) ბრიტანელი მუსიკოსი, კომპოზიტორი და მსახიობია, რომელიც ცნობილია თავისი არტისტული მრავალფეროვნებით, ინოვაციური ხედვითა და გავლენით თანამედროვე მუსიკაზე. ბოუის კარიერა ხასიათდება მუდმივი სტილისტური გარდასახვებით და კულტურული საზღვრების გადალახვით. მისი შემოქმედება მოიცავს გლემ როკს, არტ როკს, ელექტრონიკასა და პოპს – რაც მას ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად აქცევს მუსიკის ისტორიაში.
ალბომი „Let’s Dance“ 1983 წელს გამოიცა და წარმოადგენს ბოუის კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რელიზს. ვინილმა ახალ ტალღასა და ფანკ-რიტმებზე დაფუძნებული ჟღერადობით ბოუის მუსიკა ფართო აუდიტორიას გააცნო. პროდიუსერ ნაილ როჯერსთან თანამშრომლობამ ალბომსმძლავრი საცეკვაო ენერგია შესძინა, ხოლო სტივი რეივონ ვონის გიტარამ დამატებითი დინამიკა შემატა ჩანაწერს. „Let’s Dance“ არამხოლოდ 80-იანი წლების პოპის სიმბოლოა, არამედ ერთ-ერთი მნიშნელოვანი ეტაპია ბოუის კარიერაში.
გაყიდვაშია ალბომის იაპონური გამოცემა. ვინილი და მისი ყდა იდეალურად არის შემონახული.
Modern Love
China Girl
Let’s Dance
Without You
Ricochet
Criminal World
Cat People (Putting Out Fire)
Shake It
125 GEL
ვინილის მდგომარეობა | Excellent (EX) / შესანიშნავი |
---|---|
მწარმოებელი ქვეყანა | იაპონია |
ყდის მდგომარეობა | Excellent (EX) / შესანიშნავი |
ლეიბლი | EMI |
ვინილის პარამეტრები | 12 ინჩი 33 RPM |
მედიის ტიპი | ორიგინალი |
გამოშვების წელი | 1983 |
ამ ვებ გვერდის შექმნის მთავარი მიზანია ქართული მსმენლისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ მსოფლიოს სხვადასხვა ლეიბლის მიერ სხვადსხვა მუსიკალურ ეპოქაში წარმოებული ვინილის ფირფიტები, რომლებიც იმ პერიოდის სულისკვეთებას, ატმოსფეროს და რაც მთავარია ემოციას გადმოსცემენ.