ლეგენდარული ინგლისური როკ ჯგუფის, “როლინგ სთოუნზის”, ორფირფიტიანი ლაივ ალბომი, რომელიც გამოვიდა 1977 წელს. ფირფიტებზე ჩაწერილია კომპოზიციები შესრულებული 1976 – 1977 წლებში პარიზსა და ტორონტოში ჩატარებულ კონცერტებზე. შესრულებულ კომპოზიციებს შორისაა ყველასთვის კარგად ცნობილი “Sympathy For The Devil” და “You Can’t Always Get What You Want”. გასაყიდი ვინილი წარმოადგენს 1977 წლის ბრიტანულ პრესს “Rolling Stones Records – ის” ლეიბლზე, ყდას აღენიშნება მცირედი დაზიანება, ორივე ფირფიტა შესანიშნავ მდგომარეობაშია.