ამერიკული როკ ბენდის, “The Grateful Dead – ის”, მეორე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1968 წელს. “The Grateful Dead – ის” შემოქმედება და აღნიშნული ალბომი გამოირჩევა რთული, კომპლექსური, სტილით, რომელიც ხასიათდება ჯაზისა და ფსიქოდელიური როკის შერწყმით. გასაყიდი ვინილი წარმოადგენს 1968 წლის ამერიკულ პრესს “Warner Bros. Records – ის” ლეიბლზე. ფირფიტაც და ყდაც ორივე ძალიან კარგ მდგომარეობაშია.