ლეგენდარული ბრიტანული როკ ჯგუფის, ბითლზის, მეოთხე სტუდიური ალბომი, სახელწოდებით ” Beatles For Sale”. ალბომში შედის ბენდის ისეთი ცნობილი სიმღერები, როგორებიცაა: “What You’re Doing” და “Baby’s In Black”. გასაყიდი ვინილი წარმოადგენს 1993 წლის რუსულ პრესს “AnTrop” – ის ლეიბლზე. ფირფიტა შესანიშნავ, ხოლო ყდა ძალიან კარგ მდგომარეობაშია.