ბრიტანული პროგრესივ როკ და Jazz Fusion ბენდის, “Nucleus – ის”, სტუდიური ალბომი, სახელწოდებით “Snakehips Etcetera”, რომელიც გამოვიდა 1975 წელს. “Nucleus” წარმოადგენს ერთ – ერთ პიონერ ბენდს პროგრესივ როკისა და “Jazz Fusion – ის” მიმართულებაში, რომლის შემოქმედება გამოირჩევა გრძელი და კომპლექსური კომპოზიციებით. გასაყიდი ვინილი წარმოადგენს 1975 წლის ამერიკულ პრომო პრესს “Sire – ის” თეთრი ფერის ლეიბლებით, ვინილის ყდაც და ფირფიტაც ორივე ძალიან კარგ მდგომარეობაშია.
ალბომის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ, vinyl.ge – ს ვებ გვერდის საშუალებით. ვინილის ადგილზე მიტანა თბილისის მასშტაბით განხორციელდება მეორე დღეს, ხოლო რეგიონებში 2-3 სამუშაო დღეში.