ინგლისური progressive rock და jazz fusion ბენდის, “National Health – ის”, სადებიუტო სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1978 წელს. ალბომში შედის 5 კომპოზიცია, რომელთა ძირითადი ნაწილი წარმოადგენს მუსიკალურად კომპლექსურ ინსტრუმენტალს. გასაყიდი ვინილი წარმოადგენს პირველ ამერიკულ პრესს, ვინილის ყდაც და ფირფიტაც ორივე შესანიშნავ მდგომარეობაშია.
ალბომის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ, vinyl.ge – ს ვებ გვერდის საშუალებით. ვინილის ადგილზე მიტანა თბილისის მასშტაბით განხორციელდება მეორე დღეს, ხოლო რეგიონებში 2-3 სამუშაო დღეში.