ამერიკელი მომღერალის, მსახიობისა და შოუმენის, ფრენკ სინატრას სიმღერათა ორდისკიანი კრებული. სინატრა გამოირჩეოდა თავისი განსაკუთრებული ხმის ტემბრით, რის გამოც მას The Voice (ხმა) შეარქვეს. მის შემოქმედებას დიდი გავლენა ჰქონდა მეოცე საუკუნის პოპ მუსიკაზე. ალბომი არის 1973 წლის ბრიტანული გამოშვება. ფირფიტაც და ყდაც ორივე კარგ მდგომარეობაშია.